search

მართე შენი ქალაქი

  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • მრჩეველთა საბჭო
  • მართე ბიუჯეტი
  • დაგეგმე ბათუმი
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • - სიახლეები
  • სიახლეები

    ნოემბერი 19, 2020 - ბათუმის საკრებულოს წევრებმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს

    ბათუმის საკრებულოს წევრებმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს

    19 ნოემბერს, საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიაში  გამართულ სხდომაზე კომისიის წევრებმა იმსჯელეს მომავალ წელს ქალაქში გასახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
    პროექტის მიხედვით, მომავალ წელს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას 68 879 200 ლარი მოხმარდება, საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებას - 15 807 000 ლარი, სატრანსპორტო სისტემისა სერვისის განვითარებას - 8 287 000 ლარი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერას, ბინათმშენებლობასა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია-დემონტაჟს - 3 497 600 ლარი, მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობასა და მოვლა-პატრონობას - 560 000 ლარი, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და მართვას - 1 942 800 ლარი, ქალაქის კეთილმოწყობას - 979 300 ლარი, ქალაქის დასუფთავებას, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას - 19 642 100 ლარი.
    ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში განსახილველად 15 ნოემბერს შემოვიდა. საკრებულომ კომისიებში განხილვების შემდგომ ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებითურთ ბათუმის მერს 25 ნოემბრამდე უნდა დაუბრუნოს.

    ვრცლად →

    ნოემბერი 18, 2020 - ბათუმის 2021 წლის მუნიციპალური ბიუჯეტის პროექტის განხილვა კომისიებში დაიწყო

    ბათუმის 2021  წლის მუნიციპალური ბიუჯეტის პროექტის განხილვა კომისიებში დაიწყო

    ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით ჯანდაცვის მიმართულებით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

    ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბათუმის მერია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალური უზრუნველყოფას 2021 წელს ჯამში 15 572 200 ლარს მოახმარს. პროგრამები და ქვეპროგრამები ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და სანიტარული ზედამხედველობის და ეპიდსიტუაციების მართვის მიართულებით შემუშავებულია მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების, ავადობის პრევენციის, ჯანმრთელობის დაცვისა და კომუნალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.
    მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულომ კომისიების შემაჯამებელი დასკვნა შენიშვნებითურთ ბათუმის მერს 25 ნოემბრამდე უნდა გადაუგზავნოს.

    ვრცლად →

    თებერვალი 25, 2020 - ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა - თებერვალი

    ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა -  თებერვალი

    25 თებერვალს, ბათუმის მუნიციპალიტეტი საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ოც საკითხზე იმსჯელეს.
    საკითხების განხილვამდე, საკრებულოს წევრებმა და სხდომაზე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 1921 წლის თებერვალში საბჭოთა ოკუპაციის შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნას.
    სხდომაზე საკითხების განხილვა ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებით დაიწყო, რომლის მიხედვითაც სოციალური მომსახურებების გაძლიერების მიზნით ცვლილებები იგეგმება მიმდინარე პროგრამებში. კერძოდ: მარტოხელა მშობლების ყოველთვიური დახმარება ორმაგდება და ყოველთვიური თანხის ოდენობა 60 ლარიდან 120 ლარამდე იზრდება. ასევე იზრდება 70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე 3- და 4-შვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება - 3-შვილიანი ოჯახები ყოველთვიურად 80 ლარის ნაცვლად 100 ლარს მიიღებენ, 4-შვილიანი ოჯახები კი - 120 ლარს, ნაცვლად 100 ლარისა. ცვლილების თანახმად, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათებით ისარგებლებენ მანდატურები. მიმდინარე წლის მარტიდან ამოქმედდება ახალშემუშავებული საპილოტე პროგრამა ,,უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების საპატრონაჟო ღონისძიებები“, რომელიც თავშესაფარში მყოფი 100 დაბირკული ძაღლის მოვლა-პატრონობის მიზნით ოჯახებისთვის გადაცემას გულისხმობს. პროგრამის წლიური ბიუჯეტი 60 ათას ლარს შეადგენს. ოჯახები, რომლებიც, აღნიშნული საპილოტე პროგრამის ფარგლებში, თავშესაფრის ტერიტორიიდან უპატრონო ძაღლებს შეიფარებენ და მათ შესაბამის მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფენ, მერიისგან ყოველთვიურად 60 ლარს მიიღებენ.
    ბიუჯეტში ცვლილებები იგეგმება საქალაქო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნითაც, იზრდება მიმდინარე წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა.
    საკრებულოს წევრებმა სხდომაზე მხარი დაუჭირეს ქალაქის საზოგადოებრივი სივრცისა და სანიაღვრე სისტემის გამოყენებისთვის საზღაურის ოდენობის დადგენის საკითხს, სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის საფასურის გაზრდის თაობაზე წარმოდგენილ დადგენილების პროექტს, პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობის საფასურის გაზრდისა და გარევაჭრობასთან დაკავშირებული ტარიფების განსაზღვრის საკითხებს.
    დღესვე საკრებულომ დაამტკიცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების გეგმა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების ახალი წესი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ახალი ნუსხა და პრივატიზაციის გეგმა.
    საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ბარბარეს ეკლესიის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და ასევე, ქ. ბათუმში, გორგილაძის ქ.N91-ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით.
    საკრებულოს სხდომას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ვიცე-მერი ჯაბა ტუღუში, თვითმმართველობისა და საზოგადობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

     
    ვრცლად →

    თებერვალი 24, 2020 - საკრებულოს მორიგი სხდომა

    საკრებულოს მორიგი სხდომა

     ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
    საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება მიმდინარე წლის
    25 თებერვალს, 11:00 საათზე.
    მისამართი: ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. #25

    დღის წესრიგის სანახავად გადადით ბმულზე

     http://www.batumicc.ge/index.php?l=1&menu=304&obj=711

    ვრცლად →

    იანვარი 23, 2020 - ბათუმის 2020 წლის მუნიციპალური ბიუჯეტი

    ბათუმის 2020 წლის მუნიციპალური ბიუჯეტი

    ბათუმის მერიის 2020 წლის ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 172 მილიონ 227 ათასი ლარით განისაზღვრა. 

    ,,2019 წელს ბათუმის მერიამ განახორციელა მთელი რიგი უნიკალური პროექტები, რომლებსაც ანალოგი არ ჰქონია არათუ წინა წლებში, არამედ, ბოლო ათწლეულების მანძილზე. ინფრასტრუქტურული მიმართულება ძირითად პრიორიტეტად რჩება. მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა გზების რეაბლიტაციასა და კომუნალური მეურნეობის განვითარებას. ბიუჯეტის დაზუსტებულ ვარიანტში აუცილებლად იქნება გათვალსწინებული საბავშვო ბაღების მშენებლობა, ახალი სკვერების მოწყობა და მართვასთან დაკავშირებული საკითხები“ -  ლაშა კომახიძე

    ვრცლად →
    • <<
    • <
    • 1
    • 2
    • 3
    • 4
    • 5
    • 6
    • 7
    • 8
    •  ... 
    • >
    • >>

    გამოკითხვა
    Warning: Invalid argument supplied for foreach() in /home/martege/domains/marte.ge/public_html/_website/functions.php on line 1075
    ©2013 სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. ყველა უფლება დაცულია / ვებ-გვერდი ბაზის შევსების პროცესშია
    შექმნილია შინდში
    ვიზიტორთა რაოდენობა: