search

მართე შენი ქალაქი

  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • მრჩეველთა საბჭო
  • მართე ბიუჯეტი
  • დაგეგმე ბათუმი
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • - სიახლეები
  • სიახლეები

    ნოემბერი 18, 2021 - 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

    2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

    19 ნოემბერს, 12 საათზე ბათუმის მერიის საფინანსო კომისიის სხდომის ფარგლებში საჯაროოდ განიხილება ბათუმის მერიის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი.

    კომისიის სხდომა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ბრიფინგრუმში გაიმართება.

    მისამართი: ბათუმის, ლუკა ასათიანის 25

    ვრცლად →

    აგვისტო 4, 2021 - საკრებულოს სხდომა 3 აგვისტო

    საკრებულოს სხდომა 3 აგვისტო

    3 აგვისტოს, ბათუმის საკრებულოში გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დაამტკიცეს განკარგულების პროექტი, რომლითაც განისაზღვრა იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი და ზონები, რომლებზედაც/სადაც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია, ასევე, სტენდებისათვის გამოიყო ადგილები სააგიტაციო მასალის გასაკრავად.
    სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის 2021 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო პერიოდის განმავლობაში საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო ღონისძიებების გამართვის მიზნით გამოიყო ხელოვნების ცენტრის შენობა, მდებარე: ქ. ბათუმი, ოდისეი დიმიტრიადის ქ.№1.
    საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის შესახებ. დადგენილების მიღების მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 85-ე მუხლით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით დამატებითი მექანიზმების შექმნა. მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა, როგორც თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის დამატებითი მექანიზმი, წარმოადგენს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესის ნაწილს, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეთა უშუალო მონაწილეობით მუშავდება და განისაზღვრება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი პროექტები. პროგრამა ხორციელდება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით, ასევე პირდაპირი ხმის მიცემის გზით. დადგენილების მიხედვით მოქალაქეებს ექნებათ საშუალება „შენი იდეა ბათუმის“ ფარგლებში დაამუშავონ თავიანთი იდეები პროგრამებად, პროექტებად და წარუდგინონ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას.
    საკრებულომ ცვლილება შეიტანა „მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 სექტემბრის N73 განკარგულებაში, რომელიც, ძირითადად, შეეხება პროგრამით მოსარგებლე ბენიფიციართა შერჩევის და ბინების გადაცემის საკითხებს. კერძოდ, აღნიშნული ცვლილებით განკარგულებას დანართის სახით დაემატა გადასაცემი ბინების ლოტოტრონის წესით შერჩეულთა სია. განკარგულებით, საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს შერჩეული 40 ოჯახისთვის ბინების გადაცემის შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე.
    საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქ.№75-ში მდებარე 107.30 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის გასხვისებაზე (პრივატიზებაზე). კერძოდ: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხორციელდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ახალი სერვისცენტრების მშენებლობა, მათ შორის დაგეგმილია ბაგრატიონის მეორე ადმინისტრაციული ერთეულის ახალი სერვისცენტრის მშენებლობა, ვინაიდან ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქ. №75-ში მდებარე მოძველებულ შენობაში არსებული ფართი, რომელშიც განთავსებულია სერვისცენტრი, არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. ამ ეტაპზე ხორციელდება სერვისცენტრის განთავსების (მშენებლობის) ადგილის შერჩევასთან დაკავშირებული ღონისძიებები. ახალი სერვისცენტრის მშენებლობის დასრულებისთანავე მოხდება მასში ბაგრატიონის მეორე ადმინისტრაციული ერთეულის თანამშომელთა გადაყვანა. ქონების პრივატიზების პირობის მიხედვით, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბაგრატიონის მეორე ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრის ახალი შენობის აშენებამდე (2022 წლის 31 დეკემბრამდე) არ მოითხოვოს აუქციონზე შეძენილი ფართის გამოთავისუფლება ბაგრატიონის მეორე ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრისაგან ან/და ბაგრატიონის მეორე ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში საკუთარი ხარჯებით მოიძიოს (იქირაოს) ალტერნატიული შენობა/ფართი და მოახდინოს მისი გადაყვანა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით. აღნიშნული უძრავი ქონების პრივატიზებით მოხდება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანხების მობილიზება, რაც შექმნის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ახალი სერვისცენტრების მშენებლობის დაჩქარების დამატებით შესაძლებლობებს.
    სხდომაზე საკრებულოს წევრებმა განიხილეს მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია. კერძოდ, სხდომაზე განხილული განკარგულების პროექტი ითვალისწინებს ქ. ბათუმში, გონიოს დასახლებაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში განლაგებულ 20485, 0 კვ. მ. ფართის ტერიტორიაზე დაბალი ინტენსივობის ორსართულიანი სასტუმრო ფუნქციის მქონე ელიტარული ვილების მშენებლობას. საპროექტო ნაკვეთი წარმოადგენს შპს „გონიო 2020“-ის საკუთრებას და იგი ბათუმის ცენტრიდან 12 კმ-ით არის დაშორებული. განკარგულებაში შესული ცვლილებით, ხორციელდება ქალაქმშენებლობითი პარამეტრების ცვლილება, რაც არსებითად არ აისახება დადგენილი ზონის მოთხოვნებზე. საპროექტო დავალების შესაბამისად, გეგმარებითი ერთეულის მიმდებარედ განსაზღვრულია სკვერისა და საზოგადოებრივი პარკინგის, ტროტუარებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, ასევე - ტერიტორიის კეთილმოწყობა და განვითარება ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნითა და მისი გამართული ფუნქციონერებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით.
    საკრებულოს გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში კობალაძის ქუჩიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთი (ახლანდელი შალვა ინასარიძის I ჩიხსა და შალვა ინასარიძის ქუჩის N21-დან ბოლომდე (შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე(წრიულამდე)) მონაკვეთი) ქუჩად ჩამოყალიბდა და დავით მამულაძის სახელი მიენიჭა, ხოლო შალვა ინასარიძის II ჩიხს (ახლანდელი ინასარიძისა და ანგისის ქუჩებს შორის მონაკვეთი) - დავით მამულაძის I შესახვევი.
    საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქალაქ ბათუმში, ზუბალაშვლის ქ.N18-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე - იური უნგიაძისა და ლამარა ჩუბინიძის, მელიქიშვილის ქ.N2-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე - ირაკლი ნაკაიძის, 26 მაისის ქ. N21-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე - მიხეილ ნაკაშიძის, 26 მაისის ქ. N10/12-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე - ალექსანდრე ხომერიკის მემორიალური დაფების განთავსების საკითხებს.

     
    ვრცლად →

    აგვისტო 1, 2021 - საკრებულოს მორიგი სხდომა

    საკრებულოს მორიგი  სხდომა

     ბათუმის მუნიციპალიტეტის
    საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 3 აგვისტოს, 11:00 საათზე. 


    დღის წესრიგი


    ვრცლად →

    ივნისი 16, 2021 - საკრებულოს რიგრგარეშე სხდომა

    საკრებულოს რიგრგარეშე სხდომა

    16 ივნისს,  ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში  ახალი წევრის უფლებამოსილება ცნეს.  საკრებულოს გამოკლებული წევრი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ანთაძე ნაზი ფუტკარაძემ ჩაანაცვლა. ნაზი ფუტკარაძე 2010-2014 მოწვევის  საკრებულოს წევრი და განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო.   

    სხდომაზე საკრებულომ ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის ახალ თავმჯდომარედ ელგუჯა ანდრიაძე აირჩია.  კომისიის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც დიმიტრი ჭეიშვილმა 30 მაისს აღნიშნული თანამდებობა დატოვა. 

    საკრებულომ 16 ივნისს დაამტკიცა ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიისა და საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის ახალი პერსონალური შემადგენლობები.

    ვრცლად →

    მაისი 19, 2021 - ბათუმის მერიის 2022-2025 წლის პრიორიტეტები ახალგაზრდული მიმართულებით

    ბათუმის მერიის 2022-2025 წლის პრიორიტეტები  ახალგაზრდული მიმართულებით
    19 მაისს, ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა,  2022-2025 წლების ახალგაზრდობის პრიორიტეტის დოკუმენტის პროექტის წარდგენა და განხილვა.
    შეხვედრას ესწრებოდნენ  ახალგაზრდები, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ შეეფასებინათ პროექტი, გაიზიარეს მოსაზრებები, შენიშვნები და დამყარდა უკუკავშირი.
    ასევე, ახალგაზრებმა იმსჯელეს ისეთ პროექტებზე, რაც პრიორიტეტის დოკუმენტში არ იყო მოცემული და სურვილი გამოთქვეს, რომ სამომავლოდ გათვალისწინებული იქნას მათი განხორციელება.
    პროექტი წარადგინეს ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის განყოფილების უფროსმა ლამზირა ბოლქვაძემ და სპეციალისტმა შორენა ფაღავამ.
    შეხვედრა პარარელურად, ზუმის აპლიკაციის საშუალებით, ონლაინ რეჟიმშიც გადაიცემოდა. რომლსაც უზრუნველყოფდა "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" ბათუმის ფილიალს.
     
    დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ პრიორიტეტების დოკუმენტს და მიმდინარე წლის 1 ივნისამდე მერიის შესაბმის სამსახურს მიაწოდონ შესაბამისი რეკომენდაციები.
    ვრცლად →
    • 1
    • 2
    • 3
    • 4
    • 5
    • 6
    •  ... 
    • >
    • >>

    გამოკითხვა
    Warning: Invalid argument supplied for foreach() in /home/martege/domains/marte.ge/public_html/_website/functions.php on line 1075
    ©2013 სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. ყველა უფლება დაცულია / ვებ-გვერდი ბაზის შევსების პროცესშია
    შექმნილია შინდში
    ვიზიტორთა რაოდენობა: