search

მართე შენი ქალაქი

  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • მრჩეველთა საბჭო
  • მართე ბიუჯეტი
  • დაგეგმე ბათუმი
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • - სიახლეები
  • სიახლეები

    ნოემბერი 18, 2018 - ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები დასრულდა.

    ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები დასრულდა.

    ბათუმის მერიაში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტული მიმართულებების საჯარო განხილვა დასრულდა.

    პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, სულ 3 შეხვედრა გაიმართა. ბოლო შეხვედრაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით განსახორციელებელი პროგრამები განიხილეს. პროგრამების შესახებ პრეზენტაცია საზოგადოებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის განყოფილების უფროსმა მარინა რუხაძემ წარუდგინა.

    წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, 2019 წლისთვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით 16,056.5 ლარის გათვალისწინება იგეგმება.

    განხილვის შემდეგ დაისვა შეკითხვები კონკრეტული ქვეპროგრამების შესახებ და გამოითქვა მოსაზრებები წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით.

    შეხვედრას ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, ასევე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, არასამთავრობო სექტორი, საკრებულოს წევები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

    ამ შეხვედრით მერიამ დაასრულა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვა, რის შემდეგაც ბიუჯეტის პროექტი განსახილველად საკრებულოს გადაეგზავნა.

    ვრცლად →

    ოქტომბერი 22, 2018 - 2019 წლის "ღია კარის" სხდომა საკრებულოში

    2019 წლის

    19 ოქტომბერს, ბათუმის საკრებულოში "ღია კარის სხდომა გაიმართა", რომელსაც საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები დასწრნენ. სხდომის მონაწილე მოქალაქეებს  საშუალება ჰქონდათ თავიანთი წინადადებები და პრობლემური საკითხები ერთდროულად გაეცნოთ როგორც ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებისთვის, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის.

    სამოქალაქო მრჩევეთა საბჭოს წევრებმა  „ღია კარის“ სხდომაზე, ძირითადად, ეზოების კეთიმოწყობაზე, ინფრასტრუქტურაზე, საქალაქო ტრანსპორტის პრობლემებზე, შშმ პირთა საჭიროებებზე, ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიაზე, ახალგაზრდულ და კულტურულ პროგრამებზე, ველოტრანსპორტის განვითარებასა და ქალაქის გამწვანების პოლიტიკაზე გაამახვილეს ყურადღება.

    ვრცლად →

    ოქტომბერი 1, 2018 - ჩემს ქალაქში ვისურვებდი რომ..

    სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ახალგაზრდა ჟურნალისტთა სახლი იწყებს ახალგაზრდების გააქტიურებას თვითმმართველობის პროცესში.

    თუ ხარ ახალგაზრდა და გინა შენი იდეები ბათუმთან მიმართებაში განხორციელდეს, გამოიყენე ეს შანსი.

    ჩვენ მზად ვართ მივიღოთ იდეები, რომლებიც ქალაქში ახალგაზრდული ცხვორების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

    სამოქალქო საზადოების ინსტიტუტი და ახალგაქზრდა ჟურნასლისთა სახლი აღნიშნული იდეებისგან შექმნის დოკუმენტს, რომელიც ქალაქის მერს ბათუმელი ახალგაზრდების სახელით წარედგინება.

    მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას!

    მონაწილეობის მიღების ფორმებია :

    • 1 ოქტომბერს, 6 მაისი პარკი - სურვილების დაგა „ ჩემს ქალაქში ვისურვებდი რო..“
    • ექტრონულად - შეავსეთ სურილების აპლიცაია
    ვრცლად →

    ივლისი 28, 2018 - პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების რაოდენობა 0,5 %-ით განისაზღვრა

    პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების რაოდენობა 0,5 %-ით განისაზღვრა

    27 ივლისს, ბათუმის საკრებულოში გამართულ მორიგ სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სულიკო თებიძის ინიციატივით წარდგენილ დადგენილების პროექტს - პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების რაოდენობის 0,5 პროცენტით განსაზღვრის თაობაზე, საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 86-ე მუხლის 1-ლი პუნქტით, რომლითაც აქამდე ბათუმის საკრებულო ხელმძღვანელობდა, პეტიციის წარდგენის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს და საერთო კრებას. თუმცა ამჯერად დადგენილების პროექტის ინიციატორმა ისარგებლა ამავე კოდექსის ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, რომელიც ამბობს, რომ „მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია პეტიციის წარდგენის უფლება მიანიჭოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უფრო ნაკლებ რაოდენობას“. კანონის სწორედ ამ ნორმით იხელმძღვანელა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს მიმართა ინიციატივით ერთპროცენტიანი ბარიერის 0,5 პროცენტამდე დაწევის თაობაზე. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, „პეტიციის წარდგენისთვის საჭირო ამომრჩეველთა ერთპროცენტიანი ბარიერის 0.5 პროცენტამდე დაწევა მოქალაქეებს გაუადვილებს მათი ინიციატივებისა და იდეების მუნიციპალიტეტამდე მოტანას და ხელს შეუწყობს მათი ჩართულობის გაზრდას ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში“. მიღებული დადგენილებით ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში შევიდა შესაბამისი ცვლილებები, რომელიც ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.

    ვრცლად →

    ივლისი 9, 2018 - ბათუმის მერიის 2019-2022 წლების პრიორიტეტების განხილვა

    ბათუმის მერიის 2019-2022 წლების  პრიორიტეტების განხილვა

    6 ივლისს, ბათუმის დემოკრატიულ ჩართულობის ცენტრში, ბათუმის მერიის პრიორიტებების დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა. 
    ქალაქის ვიცე-მერებმა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, თვითმმართველობის მომავალი 4 წლიანი მუშაობის გეგმაზე ისაუბრეს. შეხვედრას ბათუმის საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები, თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოქალაქეები და ამხანაგობის თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

    მესამე სექტორის ძირითადი რეკომენდაციები იყო - მწვანე საფარის შენარჩუნების კუთხით მუნიციპალიტეტის უფრო კონკრეტულ ხედვის საჭიროება, საზოგადოებრივი საპირფარეშეოების მოწყობა, საბავშვო ბაღების ადაპტირება, მუნიციაპალური ტრანსპორტის სამარშუტო ხაზების მორგება მოსახლეობის საჭიროებებზე და სხვა.

    დოკუმენტის საჯარო განხილვის შედეგად, მოქალაქეთა მხრიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება პრიორიტეტების დოკუმენტის რედაქტირება, რომლის საბოლოო ვერსისას ბათუმის საკრებულო დაამტიკიცებს.

     
     
    ვრცლად →
    • <<
    • <
    • 1
    • 2
    • 3
    • 4
    • 5
    • 6
    • 7
    • 8
    • 9
    • 10
    • 11
    •  ... 
    • >
    • >>

    გამოკითხვა

    Warning: Invalid argument supplied for foreach() in /home/martege/domains/marte.ge/public_html/_website/functions.php on line 1075
    ©2013 სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. ყველა უფლება დაცულია / ვებ-გვერდი ბაზის შევსების პროცესშია
    შექმნილია შინდში
    ვიზიტორთა რაოდენობა: