ბათუმის მერიის 2020 წლის ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 172 მილიონ 227 ათასი ლარით განისაზღვრა.
,,2019 წელს ბათუმის მერიამ განახორციელა მთელი რიგი უნიკალური პროექტები, რომლებსაც ანალოგი არ ჰქონია არათუ წინა წლებში, არამედ, ბოლო ათწლეულების მანძილზე. ინფრასტრუქტურული მიმართულება ძირითად პრიორიტეტად რჩება. მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა გზების რეაბლიტაციასა და კომუნალური მეურნეობის განვითარებას. ბიუჯეტის დაზუსტებულ ვარიანტში აუცილებლად იქნება გათვალსწინებული საბავშვო ბაღების მშენებლობა, ახალი სკვერების მოწყობა და მართვასთან დაკავშირებული საკითხები“ - ლაშა კომახიძე
მომდევნო წელს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით განსაზღვრულია 70 მილიონ 348 ათასი ლარი. პროგრამის ფარგლებში გათვალისიწინებულია:
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება
სატრანსპორტო სისტემისა და სერვისის განვითარება
საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის, ბინათმშენებლობისა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია
მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობა
ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა და მართვა
ქალაქის კეთილმოწყობა
ქალაქის დასუფთავების მომსახურების, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 14 მილიონ 364 ათასი ლარი.