search

მართე შენი ქალაქი

  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • მრჩეველთა საბჭო
  • მართე ბიუჯეტი
  • დაგეგმე ბათუმი
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • - სიახლეები
  • სიახლეები

    ივლისი 3, 2018 - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა ბათუმის მერთან

    სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა ბათუმის მერთან

    6 ივლისს, 11:00 საათზე, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს ბათუმის მერი შეხვდება, სადაც განხილულ იქნება თვითმმართველი ქალაქი ბათუმის 2019-2022 წლების პრიორიტებების დოკუმენტი.

    დასწრება თავისუფალია.

    მისამართი: ბათუმი, ფარნავაზ მეფის #62-64

    ვრცლად →

    ივლისი 3, 2018 - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ივნისის შეხვედრა

    სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ივნისის შეხვედრა

    3 ივლისს, ბათუმის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა.

    საბჭოს წევრებმა 2019 - 2022 წლების მერიის პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს, ასევე იმსჯელეს საბჭოს საქმიანობის შესახებ. გამომდიანრე იქიდან, რომ მესამე სექტორის წარმომადგენელმა საბჭო დატოვა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი მერის მრჩეველთა საბჭოს წევრად იქნა არჩეული,  დღის წესრიგში დადგა ახალი წარმომადგენლის არჩევა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბჭო რიგგარეშე სხდომას გამართავს, სადაც მესამე სექტორისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აირჩევს.

     

    ვრცლად →

    ივლისი 2, 2018 - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა

    სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა

    3 ივლისს, 12:00 საათზე, ბათუმის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ივნისის თვის სხდომას გამართავს.

    დღის წესრიგის მიხედვით დაგეგმილია საბჭოს წევრების განახლება და თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიის 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა.

    შეგახსენებთ, რომ საბჭოს სხდომები ღიაა და ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს. 

    მისამართი: ბათუმი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი,  ფარნავაზ მეფის 62-64

    ვრცლად →

    თებერვალი 28, 2018 - 13 სათემო შეხვედრა დასრულდა

    13 სათემო შეხვედრა დასრულდა
    სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი ევროპის ფონდის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „ინფორმაციის თავისუფლება მონაწილეობითი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის". პროექტის ფარგლებში ბათუმის ტერიტორიულ ერთეულებში სათემო შეხვედრები გაიმართა და მას საზოგადოებრივი დარბაზების თავმჯდომარეები და მერიის სამსახურის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
    შეხვედრების მიზანი იყო მოსახლეობის მიერ დასახელებული უწყებებიდან საჯარო ინფორმაციის მიღება და ადგილობრივი პრობლემების შესახებ ინფორმაციის პირდაპირი გზით მიწოდება. მასში მონაწილეობდა მერიის ოთხი სამსახურის წარმომადგენლობა: კეთილმოწყობის სამსახური, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური, ა(ა)იპ კორპუსი და ბათუმის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება. საზოგადოებრივი დარბაზების წევრებმა, ჯამში 115-მდე მოქალაქემ, მიიღო ინფორმაცია წარმოდგენილი სამსახურების მიერ 2018 წელს ბიუჯეტით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ასევე, განიხილეს უბნებში არსებული პრობლემები და ინიციატივები, რაც წარმოდგენილი სამსახურების კომპეტენციაში იყო.
    დარბაზის თავმჯდომარეებმა გამოკვეთილი პრობლემების შესახებ ქალაქის მერს წერილობითი განცხადებებით მიმართეს.
    ვრცლად →

    თებერვალი 16, 2018 - წარმატებული პეტიცია - ივანე ჯავახიშვილის სკვერი ბათუმში

    წარმატებული  პეტიცია - ივანე ჯავახიშვილის სკვერი ბათუმში
    2017 წლის თებერვალში, ბათუმის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეების მიერ შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ბათუმის საკრებულოს წარუდგინა პეტიცია შემდეგ საკითხზე:  საქართველოს ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე” ქვეპუნქტისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის-ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 23 თებერლის #11 დადგენილების შესაბამისად, ქ.ბათუმში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ #05.24.08.015, #05.24.08.014 და #05.24.08.121 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ, ქ.ბათუმში, ი.ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სკვერის სტატუსის მინიჭება.
    ერთ წლიანი საკომისია განხილვებისა და ეროვნულ დონეზე შთანხმების საფუძველზე, მოქალაქეთა მიერ ინიცირებული პეტიცია ბათუმის საკრებულომ მიიღო და 2018 წლის თებერვალში, აღნიშნული საკითხი მოქალაქეთა ინტერესების შესაბამისად გადაწყდა. 
    ვრცლად →
    • <<
    • <
    •  ... 
    • 2
    • 3
    • 4
    • 5
    • 6
    • 7
    • 8
    • 9
    • 10
    • 11
    • 12
    •  ... 
    • >
    • >>

    გამოკითხვა

    Warning: Invalid argument supplied for foreach() in /home/martege/domains/marte.ge/public_html/_website/functions.php on line 1075
    ©2013 სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. ყველა უფლება დაცულია / ვებ-გვერდი ბაზის შევსების პროცესშია
    შექმნილია შინდში
    ვიზიტორთა რაოდენობა: