19 ნოემბერს, საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიაში გამართულ სხდომაზე კომისიის წევრებმა იმსჯელეს მომავალ წელს ქალაქში გასახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
პროექტის მიხედვით, მომავალ წელს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას 68 879 200 ლარი მოხმარდება, საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებას - 15 807 000 ლარი, სატრანსპორტო სისტემისა სერვისის განვითარებას - 8 287 000 ლარი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერას, ბინათმშენებლობასა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია-დემონტაჟს - 3 497 600 ლარი, მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობასა და მოვლა-პატრონობას - 560 000 ლარი, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და მართვას - 1 942 800 ლარი, ქალაქის კეთილმოწყობას - 979 300 ლარი, ქალაქის დასუფთავებას, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას - 19 642 100 ლარი.
ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში განსახილველად 15 ნოემბერს შემოვიდა. საკრებულომ კომისიებში განხილვების შემდგომ ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებითურთ ბათუმის მერს 25 ნოემბრამდე უნდა დაუბრუნოს.