ბათუმელ მოქალაქეებსა და ქალაქის თვითმმართველობას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, საზოგადოებრივი დარბაზების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის და რესურსების უკეთ გაზიარების მიზნით, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“, თვითმმართველ ქალაქ ბათუმის და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა ,,დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ (G3) თანამშრომლობით, შეიქმნა პორტალი www.marte.ge. შექმნილი ონლაინ-სივრცე კარგ დახმარებას გაუწევს როგორც ადგილობრივ მოქალაქეებს, ასევე ქალაქის ბიუჯეტით, ურბანული დაგეგმარებით და ლოკალური პრობლემებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.
საიტის რუკა
სიახლეები - ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას ყველა დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიების შესახებ, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო და თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკრებულო/მერია, ასევე იმ ღონისძიებების თუ ადვოკატირების კამპანიების შესახებ, რომელიც ქალაქისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანია.
ჩვენ მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ გამოიწერონ სიახლეები და მიიღონ ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ როგორც ელექტრონულ ფოსტაზე ისე მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.
ასე რომ იყავით აქტიური და ინფორმირებული მოქალაქე და გაიგეთ პირველმა თუ რა ხდება ქალაქში.
ჩვენ ერთად ვმართავთ ბიუჯეტს - იმისათვის, რომ ქალაქის თვითმმართველობამ თქვენზე მორგებული ბიუჯეტი შეიმუშავოს, მნიშვნელოვანია უშუალოდ ჩაერთოთ დაგეგმვის პროცესში. ხოლო უკვე არსებული სიკეთეებით სარგებლობისთვის, ჩვენ მოვახდენთ თქვენს რესურსებით უზრუნველყოფას. გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, მიმდინარე წლის პროგრამები, რეკომენდაციები - მეტი მოხერხებულობისთვის და მეტი ჩართულობისთვის ჩვენ შევიმუშავეთ მოქალაქის საბიუჯეტო გზამკვლევი, რომელიც კარგ დახმარებას გაუწევს საბიუჯეტო პროცესებით დაინტერესებულ ყველა მოქალაქეს.
დაგეგმე ქალაქი - აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა ,,დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ (G3), არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან“ ერთად შეიმუშავა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმა.
პროექტის წარმატებული განხორციელებისათვის მოხდა საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების ყველა ეტაპზე ინფორმირება და ჩართვა რათა მომხდარიყო მათი სურვილების, მოთხოვნებისა და საჭიროებების შესწავლა.
საიტზე ნახავთ როგორც თვითმმართველ ქალაქ ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმის დოკუმენტს, ისე მასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას.
ყველა პრობლემა ერთ სივრცეში - თქვენ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია ქალაქ ბათუმში აღმოჩენილი პრობლემის შესახებ. თქვენ მიერ გამოგზავნილი პრობლემის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე და ჩვენ ერთად ვიზრუნებთ მათ გადაჭრაზე.