19 ოქტომბერს, ბათუმის საკრებულოში "ღია კარის სხდომა გაიმართა", რომელსაც საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები დასწრნენ. სხდომის მონაწილე მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ თავიანთი წინადადებები და პრობლემური საკითხები ერთდროულად გაეცნოთ როგორც ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებისთვის, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის.
სამოქალაქო მრჩევეთა საბჭოს წევრებმა „ღია კარის“ სხდომაზე, ძირითადად, ეზოების კეთიმოწყობაზე, ინფრასტრუქტურაზე, საქალაქო ტრანსპორტის პრობლემებზე, შშმ პირთა საჭიროებებზე, ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიაზე, ახალგაზრდულ და კულტურულ პროგრამებზე, ველოტრანსპორტის განვითარებასა და ქალაქის გამწვანების პოლიტიკაზე გაამახვილეს ყურადღება.
"ღია კარის" სხოდმაზე პირველად, აღნიშნული მექანიზმის დანერგვის ისტორიაში, სმენისარმქონე მომხსენებელი მოქალაქე - პალინა ჯაღათაშვილი წარსდგა, რომელმაც სმენისარმქონეთა საჭიროებებსა და მუნიციპალური სერვისების ადაპტირებაზე ისაუბრა.
იხილეთ სტატია