search

მართე შენი ქალაქი

  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • მრჩეველთა საბჭო
  • მართე ბიუჯეტი
  • დაგეგმე ბათუმი
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
  • სიახლეები

    ნოემბერი 29, 2018 - საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

    საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

    29 ნოემბერს, საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

    კომისიის წევრებმა ბათუმის ცენტრალურ პარკში ტერენტი გრანელის ბიუსტის განთავსების თაობაზე საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი და მისი განხილვა საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
    კომისიამ ვერ დააკმაყოფილა პეტიცია ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩისათვის სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით, ვინაიდან საკმარისი არგუმენტაცია ქუჩის სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით არ არსებობს.
    კომისიამ, ასევე ვერ დააკმაყოფილა ზ.გორგილაძის ქ.N 78-ში მცოხვრები მოქალაქეების კოლექტიური განცხადება, ანზორ დიასამიძის მამორიალური დაფის განთავსების თაობაზე, ვინაიდან თვითმმართველი ქალაქის-ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის №5-7 დადგენილების თანახმად, ეროვნული გმირების, მწერლების, გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეების ან/და ღვაწლმოსილი პიროვნებების სახელის ხსოვნისა და უკვდავყოფის მიზნით, მემორიალური დაფა შეიძლება განთავსდეს პიროვნების გარდაცვალებიდან 15 წლის გასვლის შემდეგ.

    Tweet
    ©2013 სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. ყველა უფლება დაცულია / ვებ-გვერდი ბაზის შევსების პროცესშია
    შექმნილია შინდში
    ვიზიტორთა რაოდენობა: