14 მაისს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სამოქალაქო საბჭოს წევრები ბათუმის მერის მოადგილეს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი, ბათუმის ბიუჯეტის 2016-2019 წლების პრიორიტეტების განსაზღვრაში მოქალაქეთა მონაწილეობისა და მათი ინტერესების გათვალისწინების ხელშეწყობა იყო.