ქალაქის 13 ტერიტორიული ერთეულის საზოგადოებრივი დარბაზის თავმჯდომარემ, ბიზნეს სექტორის, მედია საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მერის მოადგილეს მათთვის პრიორიტეტული საკითხები და არსებული პრობლემები გააცნეს. რომელთა მოგვარება მიმდინარე წელს ვერ ხერხდება, თუმცა მომდევნო წლის ბიუჯეტში აუცილებელია თვითმმართველობამ გაითვალისწინოს. მერის მოადგილემ - ზურაბ მანველიძემ თავის მხრივ ქალაქის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გაძლიერებაზე ისაუბრა. შეხვედრა სამუშაო ფორმატით წარიმართა, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდენენ, რომ სამომავლოდ მსგავსი ტიპის შეხვედრები შესრულების ანგარიშის მოსმენის მიზნითაც გაიმართოს.