ხვალ, 20 მაისს, 11 საათზე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და თვითმმართველი ბათუმის მერიის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება თვითმმართველი ქალაქი ბათუმის პრიორიტეტების საჯარო განხილვა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით. განხილვები გაიმართება ბათუმის მერის/საკრებულოს შენობში, მეორე სართული- საკრებულოს სხდომათა დარბაზი. მისა: ლუკა ასათიანის 25.