სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო და ქალაქი ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს ბათუმის 2016-2019 წწ საშუალოვადიანი პრიორიტეტების პროექტის საჯარო განხილვებს შემდეგი გრაფიკით:
20 მაისი, ოთხშაბათი 11:00 საათზე _ ჯანმრთელობის და სოციალური დაცვა;
21 მაისი, ხუთშაბათი 11:00 საათზე _ ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია;
22 მაისი, პარასკევი 11:00 საათზე _ განათლება, კულტურა,ახალგაზრდობა და სპორტი.
საბიუჯეტო კალენდარის მიხედვით, განხილვების დასრულების შემდეგ მერია მოახდენს დოკუმენტის განფასებას, მოამზადებს პრიორიტეტების დოკუმენტის პირველად ვერსიას და 10 ივნისამდე წარუდგენს საკრებულოს.
მისამართი: ლუკა ასათიანის 25, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მეორე სართული.