search

მართე შენი ქალაქი

  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • მრჩეველთა საბჭო
  • მართე ბიუჯეტი
  • დაგეგმე ბათუმი
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • - სიახლეები
  • სიახლეები

    აპრილი 28, 2017 - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრები და დებულება საკრებულოს მიერ დამტკიცებულია

    სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრები და დებულება საკრებულოს მიერ დამტკიცებულია

     28 აპრილს, ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც,  საკრებულოს წევრებმა  ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით დაამტკიცეს საკრებულოს საკონსულტაციო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობა და დებულება, რომელიც  სამოქლაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის მიერ, პროექტის - "მართე შენი ქალაქი"- ფარგლებში იყო წარდგენილი. 

    პროექტი "მართე შენი ქალაქი" ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის  ბათუმის ფილიალის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მმართვის ინსიტუტის EWMI Accessპროექტის ფარგლებში USAID ფინანსური მხარდაჭერით.

    ვრცლად →

    აპრილი 27, 2017 - 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების საჯარო განხილვა

    2016 წლის ბიუჯეტის შესრულების საჯარო განხილვა

    26 აპრილს, ბათუმის საკრებულოში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა. 
    ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საზოგადოებას ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ წარუდგინა. არჩილ ვანაძის ინფორმაციით, გასული წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი 88 პროცენტს შეადგენს, მათ შორის, პრიორიტეტების მიხედვით, განათლების სფეროში შესრულდა 95,4 პროცენტით, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის დაცვის სფეროში - 94,9 პროცენტით, ინფრასტრუქტურულ ნაწილში - 88,2 პროცენტით. 
    ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დასამტკიცებლად ბათუმის საკრებულოს 28 აპრილს, საკრებულოს სხდომაზე წარედგინება. 
    საჯარო განხილვას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და საზოგადოების წარმოადგენლები ესწრებოდნენ.

    ვრცლად →

    აპრილი 27, 2017 - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ სპიკერი აირჩია

    სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ  სპიკერი  აირჩია

    26 აპრილს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში,  ბათუმის საკრებულოსთან არსებული  2017 წლის მოწვევის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, გასული მოწვევის სპიკერმა - ნათია აფხაზავამ საბჭოს მუშაობის სპეციფიკა და ის გამოწვევები გააცნო, რაც დღეს საბჭოს წინაშეა. ასევე, განხილულ იქნა ახალი სპიკერის კანდიდატები. საბჭოს სპიკერის პოზიციაზე ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის კოორდინატორი - თეონა დიასამიძე დასახელდა, რომელსაც საბჭოს წევრთა აფსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. მოდევნო ორი წელი საბჭო აღნიშნული წარმომადგენლობით უზრუნველყობს ბათუმის საკრებულოსთან მოქალაქეთა ინტერესების დაცვას.

    ვრცლად →

    აპრილი 26, 2017 - ანონსი

    ანონსი

    26 აპრილს, ოთხშაბათს, 16:00 საათზე, საკრებულოს სხდოამთა დარბაზში საჯაროდ განიხილება ბათუმის ბიუჯეტის 2016 წლის შესრულების ანგარიში.

    მისამართი: ბათუმი, ლუკა ასათიანის #25

    ვრცლად →

    აპრილი 26, 2017 - ანონსი

    ანონსი

    26 აპრილს, 17:00 საათზე, ბათუმის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს 2017 წლის მოწვევის წევრები გამართავენ შეხვედრას, სადაც მოხდება საბჭოს სპიკერის არჩევა.

    მისამართი: ბათუმი, ფარნავაზ მეფის 62-64

    ვრცლად →
    • <<
    • <
    •  ... 
    • 11
    • 12
    • 13
    • 14
    • 15
    • 16
    • 17
    • 18
    • 19
    • 20
    • 21
    •  ... 
    • >
    • >>

    გამოკითხვა
    Warning: Invalid argument supplied for foreach() in /home/martege/domains/marte.ge/public_html/_website/functions.php on line 1075
    ©2013 სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. ყველა უფლება დაცულია / ვებ-გვერდი ბაზის შევსების პროცესშია
    შექმნილია შინდში
    ვიზიტორთა რაოდენობა: