28 აპრილს, ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც, საკრებულოს წევრებმა ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით დაამტკიცეს საკრებულოს საკონსულტაციო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობა და დებულება, რომელიც სამოქლაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის მიერ, პროექტის - "მართე შენი ქალაქი"- ფარგლებში იყო წარდგენილი.
პროექტი "მართე შენი ქალაქი" ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მმართვის ინსიტუტის EWMI Accessპროექტის ფარგლებში USAID ფინანსური მხარდაჭერით.