search

მართე შენი ქალაქი

  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • მრჩეველთა საბჭო
  • მართე ბიუჯეტი
  • დაგეგმე ბათუმი
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • - სიახლეები
  • სიახლეები

    ნოემბერი 13, 2017 - ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა ბათუმის აღმაშნებლის უბნის საზოგადოებრივი დარბაზის წევრებთან

    ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა ბათუმის აღმაშნებლის უბნის საზოგადოებრივი დარბაზის წევრებთან

    2017 წლის, 29 სექტემბერს, 15:00 საათზე, აღმაშენებლის უბნის გამგეობაში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, ბათუმის ფილიალის მიერ განხორციელებული პროექტის,  „ინფორმაციის თავისუფლება მონაწილეობითი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის“ ფარგლებში გაიმართა  ინფორმაციული სახის  შეხვედრა, ბათუმის  აღმაშენებლის  უბნის საზოგადოებრივი დარბაზის წევრებთან და დაინტერესებულ მოქალაქეებთან, რომელსაც უძღვებოდნენ პროექტის ფარგლებში დატრენინგებული დარბაზის თავმჯდომარე ელენა გურგენიძე და ნინო ლომაია.

    შეხვედრის  მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის მიღების გზებზე. ასევე ისაუბრეს,  საჯარო დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ამ მიმართულებით თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს. შემდეგ კი კონკრეტულად განიხილეს და იმსჯელეს, თუ რომელი გზებითა და საშუალებებითაა შესაძლებელი თვითმმართველობების კონტროლი, რა სახის ინფორმაცია შეიძლება ინახებოდეს საჯარო დაწესებულებაში, აგრეთვე განიხილეს როგორ და რა ფორმებით არის შესაძლებელი საჯარო დაწესებულებაში არსებული საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და შეთანხმდნენ, მათთვის საინტერესო თემასთან დაკავშირებით, საჯარო დაწესებულებისაგან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე.

     

    ვრცლად →

    ნოემბერი 13, 2017 - ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა ბათუმის ბაგრატიონის უბნის საზოგადოებრივი დარბაზის წევრებთან

    ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა ბათუმის ბაგრატიონის უბნის საზოგადოებრივი დარბაზის წევრებთან

    2017 წლის, 27 სექტემბერს 17:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, ბათუმის ფილიალის მიერ განხორციელებული პროექტის,  „ინფორმაციის თავისუფლება მონაწილეობითი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის“ ფარგლებში გაიმართა  ინფორმაციული სახის  შეხვედრა, ბათუმის  ბაგრატიონის  უბნის საზოგადოებრივი დარბაზის წევრებთან და დაინტერესებულ მოქალაქეებთან, რომელსაც უძღვებოდნენ პროექტის ფარგლებში დატრენინგებული დარბაზის თავმჯდომარე ლელა კვაჭანტირაძე  და თორნიკე დევაძე.

    შეხვედრის  მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის მიღების გზებზე. ასევე ისაუბრეს,  საჯარო დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ამ მიმართულებით თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს. შემდეგ კი კონკრეტულად განიხილეს და იმსჯელეს, თუ რომელი გზებითა და საშუალებებითაა შესაძლებელი თვითმმართველობების კონტროლი, რა სახის ინფორმაცია შეიძლება ინახებოდეს საჯარო დაწესებულებაში, აგრეთვე განიხილეს როგორ და რა ფორმებით არის შესაძლებელი საჯარო დაწესებულებაში არსებული საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და შეთანხმდნენ, მათთვის საინტერესო თემასთან დაკავშირებით, საჯარო დაწესებულებისაგან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე.

     

    ვრცლად →

    სექტემბერი 5, 2017 - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სექტემბრის სხდომა

    სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სექტემბრის  სხდომა

    6 სექტემბერს, 16:00 საათზე, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო გამართავს სექტემბრის თვის სხდომას. 

    შეხვერდა ღიაა ტიპისაა, შესაბამისად დაინტერესებულ მოქალაქეებს შეუძლიათ დასწრება.

    მისამართი: ბათუმი, ფარნავაზ მეფის 62–64

    ვრცლად →

    აგვისტო 7, 2017 - ტრენინგები – 29 ივლისი – 4 აგვისტო

    ტრენინგები – 29 ივლისი – 4 აგვისტო

    29 ივლისისადნ 4 აგვისტოს ჩათვლით, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალისა და ევროპის ფონდის მხარდაჭერით სატრენინგო კურსი მიმდინარეობდა – "ინფორმაციის თავისუფლება მონაწილეობითი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის", რომელსაც მოწვეული ექსპერტი – ლევან ფანიაშვილი უძღვებოდა. აღნიშნული  პროექტის მიზნი მმართველობის გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პრაქტიკის დანერგვაა თვითმმართველ ქალაქ ბათუმში.

    ტრენინგს ესწრებოდნენ ბათუმელი ახალგაზრდები, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრების და დაინტერესებული აქტიური მოქალაქები, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის სიღრმისეულ ანალიზს და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვა საშუელებების შესახებ დატრენინგდნენ. ამ ტრენინგების შემდეგ  მონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღების კულტურისა და პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით შეიქმნება საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც აქტიური მოქალაქეების (მათ შორის, ახალგაზრდების), სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მერიასა და საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტდება და მხარს დაუჭერს ადგილობრივი პრობლემების მოსაგვარებლად მათ მიერ ინიცირებულ სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების აქტივობებს. საჯარო ინფორმაციაზე მოქალაქეთა მხრიდან მოთხოვნის გაზრდისა და ინფორმაციის თავისუფლების არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ეფექტურობის ამაღლების გზით, პროექტი ხელს უწყობს მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესებას. ამ მიზნით, კი შემუშავდება ქმედითი რეკომენდაციები ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის ანალიზისა და მონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი მიგნებების საფუძველზე, და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ადვოკატირებას განახორციელებს მათი გათვალისწინების მიზნით. საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცეზე სამოქალაქო საზოგადოების ზეგავლენის გაზრდას და შესაბამისად, ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ამაღლებას.

    ვრცლად →

    ივლისი 28, 2017 - მწვანე კონცხის საზოგადოებრივი დარბაზის შეხვედრა

    მწვანე კონცხის საზოგადოებრივი დარბაზის შეხვედრა

    28 ივლისს, მწვანე კონცხის საზოგადოებრივი დარბაზის შეხვედრა გაიამართა, სადაც განხილულ იქნა დარბაზის წევრთა მიერ დასახელებული პრობლემები და ინიციატივები, კერძოდ, უპირველესი პრობლემაა საზოგადოებრივი საპირფარეშოების არ არსებობა. აღნიშნული პრობლემა უკვე წლებია დარბაზისთვის პრიორიტეულია პრობლემაა და ადგილობრივები მის მოგვარებას განსაკუთრებით ტურისტული სეზონის დადგომისას ითხოვენ. შეხვედრაზევე დაიგეგმა ადგილობრივ ტელევიზიებისთვის მიმართვა და პრობლემის შესახებ სიუჟეტის მომზადება. 

    ასევე, უმნიშვნელოვანესია ცენტრალური პარკის მოწყობა, რომელიც საჭიროებს აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას. უკვე ერთ წელზე მეტია, რაც პარკის განათების სისტემა აღარ ფუნქციონირებს. ადგილობრივების მოთხოვნაა პარკის რებილიტაცია. 

    დარბაზის წევრები, ერთ–ერთ პრობლემად საბავშვო ბაღთან და მახინჯაურის ცენტრში ავტომობილების სახიფათო მოძრაობას ასახელებენ. მათი თქმით აუცილებელია ე.წ. მწოლიარე პატრულების განლაგება აღნიშნულ ადგილებში.  

    რაც შეეხება ინიციატივებს,  დარბაზის წევრებს სურთ სკვერისა და მინი  საფეხბურთო სტადიონის  მოწყობა ტერიტორიაზე, რომელიც მათი თქმით, შესაძლოა ინვესტრორებმა შეისყიდონ და კორპუსები აშენდეს.  ამ მიმართულებით საზ. დარბაზის წევრები ბათუმის მერს საინიციატივო წინადადებას  წარუდგენს, სადაც პირველ რიგში მოთხოვნილი იქნება აღნიშნული ტერიტორიისთვის რეკრიაციული ზონის სტატუსის მინიჭება.

    დარბაზის შეხვედრები ორ თვეში ერთხელ იმართება, სადაც განიხილება ადგილობრივი პრობლემები და ინიციატივები, მომდევნო სხდომა მწვანე კონცხის საზ. დარბაზში ოქტომბერში გაიმართება. 

    ვრცლად →
    • <<
    • <
    •  ... 
    • 8
    • 9
    • 10
    • 11
    • 12
    • 13
    • 14
    • 15
    • 16
    • 17
    • 18
    •  ... 
    • >
    • >>

    გამოკითხვა
    Warning: Invalid argument supplied for foreach() in /home/martege/domains/marte.ge/public_html/_website/functions.php on line 1075
    ©2013 სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. ყველა უფლება დაცულია / ვებ-გვერდი ბაზის შევსების პროცესშია
    შექმნილია შინდში
    ვიზიტორთა რაოდენობა: