26 აპრილს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ბათუმის საკრებულოსთან არსებული 2017 წლის მოწვევის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, გასული მოწვევის სპიკერმა - ნათია აფხაზავამ საბჭოს მუშაობის სპეციფიკა და ის გამოწვევები გააცნო, რაც დღეს საბჭოს წინაშეა. ასევე, განხილულ იქნა ახალი სპიკერის კანდიდატები. საბჭოს სპიკერის პოზიციაზე ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის კოორდინატორი - თეონა დიასამიძე დასახელდა, რომელსაც საბჭოს წევრთა აფსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. მოდევნო ორი წელი საბჭო აღნიშნული წარმომადგენლობით უზრუნველყობს ბათუმის საკრებულოსთან მოქალაქეთა ინტერესების დაცვას.