29 ივლისისადნ 4 აგვისტოს ჩათვლით, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალისა და ევროპის ფონდის მხარდაჭერით სატრენინგო კურსი მიმდინარეობდა – "ინფორმაციის თავისუფლება მონაწილეობითი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის", რომელსაც მოწვეული ექსპერტი – ლევან ფანიაშვილი უძღვებოდა. აღნიშნული პროექტის მიზნი მმართველობის გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პრაქტიკის დანერგვაა თვითმმართველ ქალაქ ბათუმში.
ტრენინგს ესწრებოდნენ ბათუმელი ახალგაზრდები, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრების და დაინტერესებული აქტიური მოქალაქები, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის სიღრმისეულ ანალიზს და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვა საშუელებების შესახებ დატრენინგდნენ. ამ ტრენინგების შემდეგ მონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღების კულტურისა და პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით შეიქმნება საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც აქტიური მოქალაქეების (მათ შორის, ახალგაზრდების), სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მერიასა და საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტდება და მხარს დაუჭერს ადგილობრივი პრობლემების მოსაგვარებლად მათ მიერ ინიცირებულ სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების აქტივობებს. საჯარო ინფორმაციაზე მოქალაქეთა მხრიდან მოთხოვნის გაზრდისა და ინფორმაციის თავისუფლების არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ეფექტურობის ამაღლების გზით, პროექტი ხელს უწყობს მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესებას. ამ მიზნით, კი შემუშავდება ქმედითი რეკომენდაციები ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის ანალიზისა და მონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი მიგნებების საფუძველზე, და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ადვოკატირებას განახორციელებს მათი გათვალისწინების მიზნით. საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცეზე სამოქალაქო საზოგადოების ზეგავლენის გაზრდას და შესაბამისად, ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ამაღლებას.