28 ივლისს, მწვანე კონცხის საზოგადოებრივი დარბაზის შეხვედრა გაიამართა, სადაც განხილულ იქნა დარბაზის წევრთა მიერ დასახელებული პრობლემები და ინიციატივები, კერძოდ, უპირველესი პრობლემაა საზოგადოებრივი საპირფარეშოების არ არსებობა. აღნიშნული პრობლემა უკვე წლებია დარბაზისთვის პრიორიტეულია პრობლემაა და ადგილობრივები მის მოგვარებას განსაკუთრებით ტურისტული სეზონის დადგომისას ითხოვენ. შეხვედრაზევე დაიგეგმა ადგილობრივ ტელევიზიებისთვის მიმართვა და პრობლემის შესახებ სიუჟეტის მომზადება.
ასევე, უმნიშვნელოვანესია ცენტრალური პარკის მოწყობა, რომელიც საჭიროებს აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას. უკვე ერთ წელზე მეტია, რაც პარკის განათების სისტემა აღარ ფუნქციონირებს. ადგილობრივების მოთხოვნაა პარკის რებილიტაცია.
დარბაზის წევრები, ერთ–ერთ პრობლემად საბავშვო ბაღთან და მახინჯაურის ცენტრში ავტომობილების სახიფათო მოძრაობას ასახელებენ. მათი თქმით აუცილებელია ე.წ. მწოლიარე პატრულების განლაგება აღნიშნულ ადგილებში.
რაც შეეხება ინიციატივებს, დარბაზის წევრებს სურთ სკვერისა და მინი საფეხბურთო სტადიონის მოწყობა ტერიტორიაზე, რომელიც მათი თქმით, შესაძლოა ინვესტრორებმა შეისყიდონ და კორპუსები აშენდეს. ამ მიმართულებით საზ. დარბაზის წევრები ბათუმის მერს საინიციატივო წინადადებას წარუდგენს, სადაც პირველ რიგში მოთხოვნილი იქნება აღნიშნული ტერიტორიისთვის რეკრიაციული ზონის სტატუსის მინიჭება.
დარბაზის შეხვედრები ორ თვეში ერთხელ იმართება, სადაც განიხილება ადგილობრივი პრობლემები და ინიციატივები, მომდევნო სხდომა მწვანე კონცხის საზ. დარბაზში ოქტომბერში გაიმართება.