28 თებერვალს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებმა პირველი სხდომა გაიმართეს და მრჩეველთა საბჭოს ახალი სპიკერი აირჩიეს. 2014 წლის მოწვევის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სპიკერად არჩეულ იქნა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის დირექტორი ნათია აფხაზავა.