28 თებერვალს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებმა პირველი სხდომა გაიმართეს და მრჩეველთა საბჭოს ახალი სპიკერი აირჩიეს. 2014 წლის მოწვევის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სპიკერად არჩეულ იქნა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის დირექტორი ნათია აფხაზავა. სხდომაზე ასევე განიხილეს საბჭოს მუშაობის კონცეფცია და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელეს.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო წარმოადგენს საკრებულოსთან არსებულ საკონსულტაციო ორგანოს, რომლის მიზანია თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების უზრუნველყოფა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობა.