ბათუმის მერიის 2014-2017 წლების ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვა გრძელდება. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და თვითმმართველობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან მიმდინარეობს. დღეს განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ინიციატივით მომდევნო სამი წლის სამოქმედო გეგმა უკვე წარმოადგინა ჯანდაცვის სამსახურმა, მომდევნო განხილვა ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის დარგის პრიორიტეტებზე გაიმართება. დაგეგმილია შეხვედრები მოსახლეობასთანაც. დაახლოებით ერთ თვეში, მერიას სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებიც გადაეგზავნება.