30 მარტს, თამარის დასახლების საზოგადოებრივ დარბაზში თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა, რომელსაც დარბაზის აქტიური წევრები და სამოქალაქო საზოგადოების ბათუმის ფილიალის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა საზოგადოებრივი დარბაზის საქმიანობის შედეგები. ასევე საუბარი იყო 2014-2016 წლის მოწვევის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის მიღწევებზე. დარბაზის წევრთა აფოლუტურმა უმრვლესობამ მხარი მადონა კოპალიანს დაუჭირა, რომელიც მომდევნო ორი წელი თამარის დასახლების ინტერესებს ბათუმის საკრებულოსთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში დაიცავს.