ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალეობისა და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით თითოულ ადმინისტრაციულ ერთეულში იქმნება საზოგადოებრივი დარბაზი ხოლო ბათუმის საკრებულოში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შედგება საზოგადოებრივი დარბაზის თითო წარმომადგენელის და ქალაქ ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის და მასმედიის საშუალებების ორ_ორი წარმომადგენლისგან. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები აირჩევიან ორი წლის ვადით.
ამასთან საზოგადოებრივი დარბაზის წევრთა რეგისტრაციას ახდენს შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენელი. დარბაზის წევრთა რაოდენობა არ არის შეზღუდული.
საკრებულოს რეგლამენტი