24ოქტომბერს,თამარის დახალების საზოგადოებრივ დარბაზში, ღია შეხვედრა - „შენი ხმა საბჭოში“ გაიმართა, რომელსაც ფასილიტაციას პროექტის - „მართე შენი ქალაქი“-ს მონაწილეების, მარიამ ცეცხლაძის და ნინო სარჯველაძის მიერ ინიციატივების დაფიქსირება და უბნის განვითარებაზე მსჯელობა იყო. მიუხედავად ბათუმისთვის დამახასიათებელი ძლიერი წვიმისა, შეხვედრას დაესწრო მცირე, მაგრამ უბნის პრობლემებით შეწუხებული და მისი განვითარებით დაინტერესებული ადამიანები. შეხვედრის ფარგლებში გამოიკვეთა შემდეგი ინიციატივები1)სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2) საბავშვო ბაღის მშენებლობა (დასახლებაში უკვე არის ერთი დაბავშვო ბაღი, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას მოსახლეობის რაოდენობაზე) 3)მიმდებარე ტერიტორიაზე სამკერვალო ტექსტილის მომსახურე სამარშრუტო საშუალებებისთვის გაჩერების ადგილის შეცვლა... აღნიშნული შეხვედრების ციკლი ბათუმის 13 ტერიტორიულ ერთეულში ოქტომბრის თვეში მიმდინარეობს და მისი მიზანია მუნიციპალიტეტისთვის და მასთან არსებული სამოქალქო მრჩეველთა საბჭოებისთვის სამოქალაქო ინიციატივების წარდგენა. პროექტი "მართე შენი ქალაქი" ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის Civil Society Institute ბათუმის ფილიალის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მმართვის ინსიტუტის EWMI Accessპროექტის ფარგლებში USAID ფინანსური მხარდაჭერით.