21 ოქტომბერს, პროექტის „მართე შენი ქალაქი“-ს ფარგლებთი მორიგი ღია შეხვედრა - „შენი ხმა საბჭოში“ გაიმართა, რომელსაც ადგილობირვი ახალგაზრდები, საზოგადოებრივი დარბაზის წევრები და გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში „პროგრესისი გზის ინსტუმენტის“ დახმარების ფასილიტატორებმა თამარ კოსტავამ და ხატია გოგიჩაიშვილმა ადგილობირვების ინიციატივები გამოკვეთეს, კერძოდ, ადგილობრივებს სურვილი აქვთ, რომ მოეწყოს ჯინჭარაძის სკვერი, დამონტაჟდეს განათება და დაემატოს მწვანე საფარი. ასევე, შეხვედრის მონაწილეების თქმით უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი საპირფარეშოს არსებობა საგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. მესამე ინიციატივა კი სამოქალაქო ჩართულობის ამაღლებას გულისხმობდა, კერძოდ საზოგადოებრივი ცენტრების შექმნა სადაც მსგავსი ხასიათს შეხვედრების გამართვა იქნება შესაძლებელი.
აღნიშნული ინიციატივებიდან ერთ-ერთს პროექტის - „მართე შენი ქალაქი“-ს მონაწილეები ბათუმის მუნიციპალიტეტს და მასთან არსებულ სამოქალქო მრჩეველთა საბჭოებს ნოემბრის თვეში წარუდგენს.
პროექტი "მართე შენი ქალაქი" ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის Civil Society Institute ბათუმის ფილიალის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მმართვის ინსიტუტის EWMI Accessპროექტის ფარგლებში USAID ფინანსური მხარდაჭერით.