20 ოქტომბერს, ხიმშიაშვილის საზოგადოებრივ დარბაზში ღია შეხვედრა - „შენი ხმა საბჭოში“ გაიმართა, რომელსაც პროექტის „მართე შენი ქალაქი“-ს მონაწილე ფასილიტატორები უძღვებოდნენ. შეხვედრა აღნიშნულ ტერიტორიულ უბანში განთავსებულ ერთ-ერთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში გაიმართა, რომელიც დღეის მდგომარეობით საბალეტო სკოლისა და ექსპერიმენტალური თეატრის დროებით მფლობელობაშია.
შეხვედრის მიზანი უბნის განვითარების მიზნით ადგილობრივების ინიციატივების გამოკვეთა იყო. სწორედ ამიტომ, შეხვედრაზე შემდეგი საკითხები გამოიკვეთა - ყველასთვის პრიორიტეტულია მწვანე საფარის გაფრთხილება და შესაბამისად მის მოსავლელად ადეკვატური ზომების მიღება. შეხვედრის მონაწილეებმა უბანში არსებული სამი სკვერის საკითხი დააყენეს, ერთ მათგანს რეკრეაციული სივრცის სტატუსის მინიჭება სჭირდება დანარჩენებს კი კეთილმოწყობა. ასევე, შეხვედრაზე საუბარი იყო უბნის მაცხოვრებლების კულტურული ცხოვრების მრავლფეროვნების უზრუნველყოფაზე, ადგილობირვების თქმით აუცილებელია, რომ აღნიშნულ უბანს გააჩნდეს ისთი სივრცე, სადაც მოსახლეობის/ახალგაზრდების კულტურულ-შემეცნებით განვითარებას შეეწყობა ხელი. ასევე, საზოგადოებრივი დარბაზის წევრების აზრით, აუცილებელია გარკვეული სოციალური და სამოქალაქო კამპანის ჩატარება, რათა მოქალქეთა ცნობიერების დონე საზოგადოებრივი სიკეთეების მიმართ ამაღლდეს.
პროექტი "მართე შენი ქალაქი" ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის Civil Society Institute ბათუმის ფილიალის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მმართვის ინსიტუტის EWMI Accessპროექტის ფარგლებში USAID ფინანსური მხარდაჭერით.