25 ოქტომბერს, გონიო-კვარიათის საზოგადოებრივ დარბაზში, ღია შეხვედრა - „შენი ხმა საბჭოში“ გაიმართა, რომელსაც ფასილიტაციას პროექტის - „მართე შენი ქალაქი“-ს მონაწილეები თემურ ირემაძე და მაგდა ბროლაძე უწევდა. შეხვედრის მიზანი უბნის მაცხოვრებლების მიერ ინიციატივების დაფიქსირება და უბნის განვითარებაზე მსჯელობა იყო. შეხვედრის ფარგლებში გამოიკვეთა შემდეგი ინიციატივები :პროსტიტუციის აკრძალვის მონიტორინგი_რადგან როგორც ჩანს მიუხედავად ამდენი აკრძალვებისა მაინც გვაქვს ეს პრობლემა,გასართობი ცენტრი და სპორტული მოედანი,აღნიშნული შეხვედრების ციკლი ბათუმის 13 ტერიტორიულ ერთეულში ოქტომბრის თვეში მიმდინარეობს და მისი მიზანია მუნიციპალიტეტისთვის და მასთან არსებული სამოქალქო მრჩეველთა საბჭოებისთვის სამოქალაქო ინიციატივების წარდგენა. პროექტი "მართე შენი ქალაქი" ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის Civil Society Institute ბათუმის ფილიალის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მმართვის ინსიტუტის EWMI Accessპროექტის ფარგლებში USAID ფინანსური მხარდაჭერით.