"მართე შენი ქალაქის" ფარგლებში მონაწილე ახალგაზრდების მიერ 18 ოქტომბერს პირველი შეხვედრა- "შემი ხმა საბჭოში" ძველი ბათუმის უბნის მაცხოვრებლებთან გაიმართა, სადაც ფასილიტატორებმა ინსტრუმენტის - "გზა პროგრესისკენ" - დახმარებით უბანში ბოლო პერიოდში განხორციელებულ პოზიტიური ცვლილებები გამოავლინეს და ტერიტორიული ერთეულის განვითარების მიზნით ადგილობრივების ინიციატივები გამოკვეთეს. შეხვედრა ღია ფორმატის იყო და დასწრების შესაძლებლობა უბნის ყველა მაცხოვრებელს ჰქონდა. ადგილობრივი მოსახლეობასთან ერთად შეხვედრაში საზოგადოებრივი დარბაზის წევრები, ახალგაზრდები და ბათუმის მერის წარმომადგენელბმა მიიღეს მონაწილეობა. შეხევდრაზე ასევე განხილული იყო მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმები თვითმმართველობის საქმიანობაში. აღნიშნული შეხვედრების ციკლი ბათუმის ცამეტივე უბანში გაიამრთება, რომლის საფუძველზეც ბათუმის მუნიციპალიტეტს და მასთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოებს ახალგაზრდების მიერ შემუშავებული 13 ინიციატივა წარედგინება. პროექტი ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის Civil Society Institute აღმოსავლეთ-დასავლეთის მმართვის ინსიტუტის ( EWME ) access პროექტის ფარგლებში USAID ფინანსური მხარდაჭერით.