20 ოქტომბერს, ჯავახიშვილის საზოგადოებრივ დარბაზში, ღია შეხვედრა - „შენი ხმა საბჭოში“ გაიმართა, რომელსაც ფასილიტაციას პროექტის - „მართე შენი ქალაქი“-ს მონაწილე გიორგი უღრელიძე უწევდა. შეხვედრის მიზანი უბნის მაცხოვრებლების მიერ ინიციატივების დაფიქსირება და უბნის განვითარებაზე მსჯელობა იყო. შეხვედრის ფარგლებში გამოიკვეთა შემდეგი ინიციატივები: საბავშვო ბაღის განახლება, ტერიტორიულ ერთეულს ამ ეტაპზე საბავშვო ბაღი არ გააჩნია, ასევე ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანია ჯავახიშვილის უბანში ველოპარკინგი მოეწყო, რომელიც არამუნიციპალური ველოსიპედისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის სარგებლობის მსურველებმა ერთ-ერთ მიშვნელოვან საკითხად ველობილიკის ქალაქის გარე უბნებში მოწყობა დაასახელეს. მწვანე სივრცეების შენარჩუნება/რეაბილიტაცია ადილობრივებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეული საკითხია, ამიტომ ინიციატივათა ნუსხაშ ჯავახიშვილი ტერიტორიაზე არსებული სკვერის კეთილმოწყობა და ადაპტირება შევიდა. ასევე, განხილულ იქნა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების განახლება და ბინების შეფუთვის პროგრამის შემუშავების აუცილებლობა, რომელიც ბინების სანაციას გაითვალისწინებს.
აღნიშნული შეხვედრების ციკლი ბათუმის 13 ტერიტორიულ ერთეულში ოქტომბრის თვეში მიმდინარეობს და მისი მიზანია მუნიციპალიტეტისთვის და მასთან არსებული სამოქალქო მრჩეველთა საბჭოებისთვის სამოქალაქო ინიციატივების წარდგენა.
პროექტი "მართე შენი ქალაქი" ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის Civil Society Institute ბათუმის ფილიალის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მმართვის ინსიტუტის EWMI Accessპროექტის ფარგლებში USAID ფინანსური მხარდაჭერით.