21 ოქტომბერს, ბონი-გოროდოკის საზოგადოებრივ დარბაზში, ღია შეხვედრა - „შენი ხმა საბჭოში“ გაიმართა, რომელსაც ფასილიტაციას პროექტის - „მართე შენი ქალაქი“-ს მონაწილე ნათელა მარტიროსიანი უწევდა. შეხვედრის მიზანი უბნის მაცხოვრებლების მიერ ინიციატივების დაფიქსირება და უბნის განვითარებაზე მსჯელობა იყო. შეხვედრის ფარგლებში გამოიკვეთა შემდეგი ინიციატივები: მწვანე საფარის მოვლა და ბონი-გოროდოკის ტერიტორიაზე სკვერების მოწყობა, გარე ვაჭრობის ასაკრძალად შესაბამისი ზომების მიღება თვითმმართველობის მხრიდან, ასევე ახალგაზრდული პროგრამების განხორციელება ყველა უბანში, მათშორის ბონი-გოროდოკში. აღნიშნული შეხვედრების ციკლი ბათუმის 13 ტერიტორიულ ერთეულში ოქტომბრის თვეში მიმდინარეობს და მისი მიზანია მუნიციპალიტეტისთვის და მასთან არსებული სამოქალქო მრჩეველთა საბჭოებისთვის სამოქალაქო ინიციატივების წარდგენა.
პროექტი "მართე შენი ქალაქი" ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის Civil Society Institute ბათუმის ფილიალის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მმართვის ინსიტუტის EWMI Accessპროექტის ფარგლებში USAID ფინანსური მხარდაჭერით.