23 ოქტომბერს, ოქტომბერს შეხვედრა- "შემი ხმა საბჭოში" აეროპორტის დასახლების საზოოგადოებრივი დარბაზის წევრებთან და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან გაიმართა, პროექტი "მართე შენი ქალაქის" ახალგაზრდა მონაწილეებმა - თეა კაკაბაძემ და ინგა აშლარბამ უბანში ბოლო პერიოდში განხორციელებულ პოზიტიური ცვლილებები გამოავლინეს და ტერიტორიული ერთეულის განვითარების მიზნით ადგილობრივების ინიციატივები გამოკვეთეს. შეხვედრა ღია ფორმატის იყო და დასწრების შესაძლებლობა უბნის ყველა მაცხოვრებელს ჰქონდა. საზოგადოებრივი დარბაზის წევრებმა კ.აფხაზის ქუჩაზე, ბავშთა ბაღის უკან სტადიონის მოწყობისა და გამწმედნი ნაგეგბობის მუშაობისას გამოყოფილი სუნის გადაფარვის ინიციატივას დაუჭირეს მხარი. აღნიშნული შეხვედრების ციკლი ბათუმის ცამეტივე უბანში გაიამრთება, რომლის საფუძველზეც ბათუმის მუნიციპალიტეტს და მასთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოებს ახალგაზრდების მიერ შემუშავებული 13 ინიციატივა წარედგინება. პროექტი "მართე შენი ქალაქი" ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის Civil Society Institute ბათუმის ფილიალის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მმართვის ინსიტუტის EWMI Accessპროექტის ფარგლებში USAID ფინანსური მხარდაჭერით.