რომლის საფუძველზე ადგილობირვებმა აღნიშნულ სამსახურს დასახლებაში არსებული პრობლემები და ინიციატივები მოახსენეს, ასევე მოისმინეს ა(ა)იპ კორპუსის გეგმები, რომელიც მათ უბანში თვითმმართველობის ბიუჯეტით 2016 წელსაა გათვალისწინებული . მიასის თვეში ჩატარებული შეხვედრა კი დარბაზის წევრების ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით ჩატარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით. შეხვედრა დარბაზის თავმჯდომარემ გახსან და შშმ პირთა ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გააგრძელს. ორგანიზაციამ ცვლილებები თნაბარი უფლებებისათვის პროექტის - "გაეროს 2006 წლის კონვენცია შშმ პირთა უფლებების შესახებ იმპლემენტაციის ხელშეწყობა"- ფარგლებში პირველი შეხვედრა გამართა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბათუმის ყველა ტერიტორიულ ერთეულში არსებულ საზ. დარბაზთან შეხვედრა. შეხვედრის მიზანია დარბაზის წევრებში შშმ პირთა თემის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების დამკვიდრება, არსებული სტერეოტიპების, როგორც ბარიერების წარმოჩენა და ერთობლივად საზოგადოებრივი აქტივობის საფუძველზე შშმ პირთა უფლებების დაცვა.