30-31 მარტს ქ.ბათუმის 2 ( მწვანე კონცხი, სამრეწველო) ტერიტორიულ უბანში ჩატარდა საზოგადოებრივი დარბაზების შეხვედრები. შეხვედრებზე მერის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ წარმოდგენილ იქნა 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები, ასევე თითოეულ დასახლებას მიეწოდა ინფრომაცია, უახლოეს პერიოდში, რა სამუშაოების ჩატარება იგეგმება მუნიციპალიტეტის მხრიდან. ადგილობრივებმა კი გააცნეს თავიანთი პრობლმები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც აღნიშნული დასახლებები დგანან. შეხვედრებზე დასმულ საკითხებთან დაკავშირებით დარბაზის წევრები გეგმავენ წერილობით მიმართონ მერიის კეთილმოწყობის სამსახურს, აღნიშნულის მოსაგვარებლად.