search

მართე შენი ქალაქი

  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • მრჩეველთა საბჭო
  • მართე ბიუჯეტი
  • დაგეგმე ბათუმი
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • ინტეგრირებული მდგრადი სატრანსპორტო განვითარება ბათუმსა და აჭარის რეგიონში
  • სიახლეები

    მაისი 8, 2017 - ინტეგრირებული მდგრადი სატრანსპორტო განვითარება ბათუმსა და აჭარის რეგიონში

     ინტეგრირებული მდგრადი სატრანსპორტო განვითარება ბათუმსა და აჭარის რეგიონში

    5 მაისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საინფორმაციო შეხვედრა-ინტეგრირებული მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარება ბათუმსა და აჭარის რეგიონში-გაიმართა,რომელსაც ესწრებოდნენ ბათუმის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა პროექტი, რომლის მიზანია ქალაქის მდგრადი და ინტეგრირებული მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემების განვითარება, კერძოდ, ბათუმის სატრანსპორტო სისტემის კვლევა და სატრანსპორტო მოდელის შემუშავება; აგრეთვე ჭავჭავაძისა და გორგილაძის ქუჩების სადემონსტრაციო მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საპილოტე ღონისძიებების და სქემების შემუშავება; საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპტიმიზაციის გეგმა; პარკირების ახალი პოლიტიკა და სტრატეგია;ელექტრონული ტაქსის სისტემის მიზანშეწონილობის კვლევა; ველოსისტემის ოპტიმიზაციის გეგმა და ბათუმის ინტეგრირებული მდგრადი ურბანული მობილობის გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

    შეხვედრაზე დამსწრე სამოქალაქო საბჭოს წევრების მიერ დასმული იქნა კითხვები და აგრეთვე განხილული იქნა არსებული პრობლემები ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით.

    Tweet
    ©2013 სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. ყველა უფლება დაცულია / ვებ-გვერდი ბაზის შევსების პროცესშია
    შექმნილია შინდში
    ვიზიტორთა რაოდენობა: