24 მარტს, აეროპორტის ტერიტორიულ უბანში ჩატარდა საზოგადოებრივი დარბაზის შეხვედრა, ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელ - თენგიზ კორძაძესთან. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ადგილობრივ პრობლემებზე: გარე განათებების დემონტაჟსზე, საკანალიზაციო ჭებისა და არხების რეაბილიტაციაზე და ა.შ. კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელმა, მათ მიერ დასახელებული პრობლემები და შემოთავაზებული წინადადებები ჩაინიშნა და აღნიშნა, რომ აუცილებლად მოახდენდა რეაგირებას აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით. საზოგადოებრივი დარბაზის წევრებმა, ასევე, გამოთქვეს სურვილი, რომ მომდევნო შეხვედრა ბათუმის ავტონტრასპორტის სამსახურების წარმომადგენლებთან მოხდეს.
საზოგადოებრივი დარბაზების შეხვედრები კვლავ გაგრძელდება, დღეს კი შეხვედრა გაიმართება კახაბრის ტერიტორიულ უბანში. სხვა დარბაზების შეხვედრა კი პერიოდულად გახდება ცნობილი და გამოქვეყნდება ჩვენ ვებ-გვერდზე.