search

მართე შენი ქალაქი

  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • მრჩეველთა საბჭო
  • მართე ბიუჯეტი
  • დაგეგმე ბათუმი
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • შეხვედრა ბათუმის კორპუსის ადმინისტრაციასთან
  • სიახლეები

    იანვარი 11, - შეხვედრა ბათუმის კორპუსის ადმინისტრაციასთან

    შეხვედრა ბათუმის კორპუსის ადმინისტრაციასთან

    ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით საჯარო შეხვედრა გაიმართა, თვითმმართველ ქალაქ ბათუმის ტერიტორიულ ორგანოებთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის წევრებსა და ბათუმის კორპუსის ადმინისტრაციას შორის. შეხვედრის თემა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიმდინარე პროგრამები, სამომავლო გეგმები და გამოწვევები იყო. ამ დროისთვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამა ითვალისწინებს რამდენიმე მიმართულებით ღონისძიებების განხორციელებას:

    • სახლების სახურავების შეკეთება–მოწყობას;
    • სახლების წყლისა და საკანალიზაციო სისტემის შეცვლას;
    • სახლების სადარბაზოების კეთილმოწყობას;
    • ლიფტების შეკეთებას და სხვა.

    შეხვედრის მონაწილეებმა არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და პრობლემების გადასაჭრელად სამომავლოდ აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

    Tweet
    ©2013 სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. ყველა უფლება დაცულია / ვებ-გვერდი ბაზის შევსების პროცესშია
    შექმნილია შინდში
    ვიზიტორთა რაოდენობა: