17-დან 21 ნოემბრამდე, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით მიმდინარეობს შიდა საორგანიზაციო შეხვედრები, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს 6 წევრი. შეხვედრების დროს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აირჩევენ ორ კანდიდატს, რომლებიც საბჭოს საქმიანობაში მესამე სექტორის პოზიციას დააფიქსირებენ. იგივე პრინციპით მედია და ბიზნეს ორგანიზაციები 21 ნოემბრამდე თავიანთ წარმომადგენლებს დაასახელებენ.