ოცი ოქტომბრიდან დაიწყო საზოგადოებრივი დარბაზის წევრთა რეგისტრაცია.საზოგადოებრივი დარბაზის წევრთა რეგისტრაციას ახდენს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენელი.რეგისტრაცია გაგრძელდება 20 ნოემბრამდე.
საზოგადოებრივი დარბაზი პირველ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით ,ღია კენჭისყრით,ორი წლის ვადით ირჩევს დარბაზის თავმჯდომარეს.
გთავაზობთ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ მომზადებულ ვიდეო რგოლს ,რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობაში საზოგადოებრივი დარბაზის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.