16 თებერვლიდან, 11 მარტის ჩათვლით ქ.ბათუმის 7 (აღმაშენებელი, ძველი ბათუმი, ჯავახიშვილი, თამარის უბანი, ხიმშიაშვილი, ბონი-გოროდოკი, რუსთაველი) ტერიტორიულ უბანში ჩატარდა საზოგადოებრივი დარბაზების შეხვედრები. შეხვედრაზე მოწვეული იყო ბათუმის ა(ა)იპ კორპუსის დირექტორი- ზურაბ ნაკაიძე, რომელმაც დარბაზის წევრებს 2016 წელს მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი პროგრამები გააცნო. ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ადგილობრივ პრობლემებზე და ა(ა)იპ კორპუსის წარმომადგენელს გააცნეს თავიანთი ინიციატივები ეზოების კეთილმოწყობის პროგრამასთან დაკავშირებით. ზურაბ ნაკაიძემ ჩაინიშნა შემოთავაზებული წინადადებები, რომელთა ნაწილის გათვალისწინება შესაძლებელია განცხადებით მიმართვის საფუძველზე, ხოლო მეორე ნაწილის მისაღებად საზოგადოებრივ დარბაზთან შეხვედრაც არის საკმარისი. საზოგადოებრივი დარბაზების შეხვედრა კვლავ გაგრძელდება, თუმცა მომდევნო თვეებში ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სხვა სამსახურების წარმომადგენლებთან მოხდება.