27 მარტს, ბაგრატიონის საზოგადოებრივი დარბაზის წევრებმა ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. ლელა კვაჭანტირაძე მომდევნო ორი წელი ბაგრატიონის უბნის საზ. დარბაზის წარმომადგენელი იქნება ბათუმის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში. რომელიც უფლებამოსილია: ა) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტები და საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგის პროექტები, გამოთქვას თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები განხილულ პროექტებთან დაკავშირებით; ბ) შესთავაზოს საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგში ცალკეული საკითხების შეტანა; გ) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სხდომაზე განსახილველი ნორმატიული აქტების პროექტები და გამოთქვას თავის მოსაზრებები; დ) მოითხოვოს საკრებულოს ბიუროსა და სამოქალაქო მრჩეველთა კომიტეტის ერთობლივი სხდომის ჩატარება სპეციალური დღის წესრიგით; ე) მოამზადოს, განიხილოს და წარუდგინოს საკრებულოს და/ან მერს წინადადებები შესაბამის თვითმმართველ ერთეულში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; ვ) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვების და საზოგადოებრივი განხილვების ჩატარების ორგანიზებაში; ზ) კოორდინაცია გაუწიოს ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში შექმნილ საზოგადოებრივი დარბაზების საქმიანობას;