28 მარტს, აღმაშენებლის საზოგადოებრივი დარბაზის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ახალი და ძველი წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დარბაზის წევრებმა შეაჯამეს ორი წლის მუშაობის შედეგები და და იმსჯელეს მოქალაქეთა გააქტიურების ახალ ხერხებზე. ასევე განიხილეს დარბაზის თავმჯდომრის არჩევის საკითხი და ხმათა აფსოლუტური უმრავლესობით წინა წლის მოწვევის თავმჯდომარე - ელენა გურგენიძე დატოვეს.
2017-2019 წლის ახალი მოწვევის აღმაშენებლის საზოგადოებრივი დარბაზის თავმჯდომარის განცხადებით, დარბაზის წევრებთან ერთად მზად არის შეუდგეს მუშაობას, დაიცვას აღმაშენებლის უბნის ინტერესები და უზრუნველყოს მოქალაქეთა მონაწილეობის სხვა მექანიზმების აქტიური გამოყენება.