თვითმმართველ ქალაქ ბათუმის ტერიტორიულ ერთეულებში არსებულ საზოგადოებრივ დარბაზებში განახლების პროცესი მიმდინარეობს. ბათუმში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს შესაბამისი უბნის ტერიტორიულ ორგანოს, შეავსოს განაცხადის ფორმა და გახდეს საზოგადოებრივი დარბაზის წევრი. ყოველწლიურად ხდება დარბაზის განახლება, ახალი წევრების მიღება და ახალი თავმჯდომარის არჩევა. მიმდინარე კვირის ბოლომდე ყველა საზოგადოებრივი დარბაზი ჩაატარებს სხდომას, სადაც ახალი წევრების გაცნობასთან ერთად მოხდება ახალი თავმჯდომარის არჩევა.