20 თებერვალს, ბათუმის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტის" დირექტორს – პაატა დუმბაძეს და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს – გიორგი ჩხეიძეს შეხვდნენ. შეხვდრის მიზანი, იანვრის თვეში ჩატარებული დარბზის სხდომების საფუძველზე აღნიშნული უწყებების მიმართულებით გამოვლენილი პრობლემების გაცნობა და მისი გადაჭრის გზების ერთობლივი პოვნა იყო. შევხედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. დარბაზის თავმჯდომარეებმა ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ავტოტრანსპორტსა და საგზაო ინფრატრუქტურულ პრობლემებთან ერთად მოქალაქეთა ჩართულობის დაბალი დონე დაასახელეს. მათი თქმით, აუცილებელია სამოქალაქო ცნობიერების კუთხით ერთობლივი ღონისძებების ჩატარება, რადგან სამომავლოდ აღარ განმეორდეს მსგავსი პრობლემები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მძღოლების მხრიდან არასწორი პარკირებით გამოწვეულ პრობლემებზე. ასევე, განიხილეს პარკირებასთან დაკავშირებული სხვა საკითზებიც, რომლის მიზეზად მეტწილად საჯარიმო თანხის დაბალ ოდენობა დასახელდა.