8 აპრილს, თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და მერის მოვალეობის შემსრულებელი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წერვებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი საბჭოს ახალი წევრების გაცნობა და ქალაქში არსებული პრობლემური საკითხების განხილვა იყო. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, საზოგადოებრივი დარბაზის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს-სექტორისა და მასმედიის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. შეხვედრაზე ძირითადად ქალაქში არსებული პრობლემები განიხილეს: ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ქალაქის განაშენიანება, გარევაჭრობა, ავტობაზრობის ადგილმდებარეობის შეცვლა, საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება და საბავშვო ბაღებში არსებული ვითარება. საბჭო და მერია ერთობლიბად აღნიშნული პობლემების მოგვარების გზების ძიებასა და მათ მოგვარებას გეგმავს.