თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკრებულოსთან არსებულმა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ წევრების განახლება დაიწყო
2014 წლის 29 იანვრს 18:00 საათზე ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება საზოგადოებრივი ორგანზიაციების და მედია საშუალებების ერთიანი ფორუმი (კონსულტაცია) სადაც მოხდება შესაბამისი სექტორიდან ორი წარმომადგენელის არჩევა.
შეგახსნებთ, რომ საბჭო შედგება 19 წევრისაგან, ქალაქ ბათუმში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორისა და მასმედიის საშუალებების ორ–ორი წარმომადგენლისაგან. საბჭოს დანარჩენ 13 წევრს წარმოადგენს ადგილობრივი მოქალაქეები ბათუმის 13-ვე ტერიტორიული ერთეულის მიხედვით („საზოგადოებრივი დარბაზის“ თავმჯდომარეები). (იხილეთ საბჭოს სტრუქტურა)
საბჭო არის საკრებულოს სათათბირო–საკონსულტაციო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობას და მის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობას.
საბჭოს წევრების არჩევა ხდება ერთი წლის ვადით.