3 აპრილს, ბათუმის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში, ბათუმის საკრებულოსთან არსებული 2017 წლის მოწვევის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა, შეხვედრას საბჭოს სპიკერი - თეონა დიასამიძე ხელმძღვანელობდა. საბჭოს წევრებმა განიხილეს მრჩეველთა საბჭოს დებულება, აგრეთვე საზოგადოებრივი დარბაზების თავმჯდომარეებმა წარმოადგინეს თავიანთ უბნებში არსებული პრობლემები. შეხვედრაზე გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:
ბონი-გოროდოკის დასახლებაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ე.წ ბარაკების ტიპის დასახლების მცხოვრები მოსახლეობა, ისინი ითხოვენ ინვესტორის მოძიებას და ადგილობრივებს შორის შეთანხმებას. საბჭოს პოზიცია აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში არაერთგვაროვანია, რადგანაც ნაწილი თვლის რომ ეს თვითმმართველობის კომპეტენცია არ არის, ნაწილი კი მიიჩნევს მოსახლეობის მრავლრიცხოვნობისა და საცხოვრებელი პირობების არაადეკვატურობის გამო აუცილებელი გარკვეული რეგირება საბჭომ მოახდინოს. ამიტომ, ამ პრობლემის გადასაჭრელად ბონი-გოროდოკის დასახლების მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრა შეხვედრა დაიგეგმა.
გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში, მთავარი პრობლემაა ნაგავსაყრელით გამოწვეული აუტანელი სუნია, საბჭოს წევრებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ამ პრობლემის გადაჭრისთვის გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება ადგილობრივი ტელევიზიებისა და სხვა მედია საშულებებით გაშუქება.
ჯავახიშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ძირითადი პრობლემა ეხება ა(ა)იპ ბათუმის კორპუსის კომპეტენციებს, ასევე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეების აქტიურობის დაბალ დონეს. ჯავახიშვილის საზოგადოებრივი დარბაზის თავმჯდომარის ინიციატივით და ხელმძღვანელობით გაიმართება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების შეხვედრა.
ბათუმის სამრეწველო უბანში არსებული პრობლემა ეხება სანიაღვრე არხების მოწესრიგებას. შესაცვლელია არსებული სანიღვრე არხები, რომლებიც აფუჭებს ასფალტის საფარს და დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას. აგრეთვე ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე შესაღებია ქვეითთა გადასასვლელი ე.წ ზებრა, რომელიც თითქმის ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას ცუდი ხილვადობის გამო.
ბაგრატიონის საზოგადოებრივი დარბაზის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი იქნა შემდეგი სახის პრობლემები, როგორიცაა დ. თავდადებულისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში არსებული სანიაღვრე არხის ავარიული მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს სასწრაფო გაწმენდასა და მოწესრიგებას, რაგდან ამორტიზირებული არხის გამო ნალექის დროს დგება წყალი. ასევე, პრიორიტეტულ პრობლემად რჩება ვიდეო კონტროლის აუცილებლობა დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე.
მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის მოთხოვნაა კულტურული მიმართულებით უბნის მნიშვნელობის გაზრდა. ამ უბნის დასახლებისთვის სენსიტიური თემაა, საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების აღიარება, ფაქტიურად ბოლო პერიოდში არცერთი ნაკვეთის საკუთრებაში აღიარება არ მომხდარა. აგრეთვე საყურადღებოა აქ არსებული პარკის მდგომარეობა, რომელიც მოცულობითაც მცირეა, ხოლო იქ არსებული სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინვენტარი დამტვრეულია, საჭიროა მუნიციპალიტეტის მხრიდან კონტროლის ორგანიზება, კერძოდ კამერების დამონტაჟება.
თამარის დასახლებაში პრობლემას წარმოადგენს კორპუსებში(კერძოდ აფხაზეთის ქ #2) და გარე განათებების არარსებობა. აგრეთვე სარდაფებში წყალის დაგროვება, რაც აუტანელს ხდის იქ მცხოვრებთა მდგომარეობას.
ძველი ბათუმის საზოგადოებრივი დარბაზის თავმჯდომარის მიერ შემდეგი სახის პრობლემები იქნა წამოჭრილი, როგორიცაა ავტომობილთა პარკირებისთვის გამოყოფილი ადგილების ნაკლებობა, რაც ხელს უშლის მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას, აგრეთვე იქ არსებული დაწესებულელებით გამოწვეული ხმაური. მნიშვნელოვანია აგრეთვე საყოფაცხოვრებო ნარჩენების დროული გატანა, მითუმეტეს, როცა ტურისტული სეზონია მოახლოებული.
ბათუმის აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში ძირითადი პრობლემა არის ის, რო დასახლებაში არსებულ ჩიხებში არარის ასფალტის საფარი. აგრეთვე, ზაფხულობით წყალი არის გრაფიკით და მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდება მოსახლეობას. რაც შეეხება გარე განათებებას ზოგიერთ ქუჩაზე საჭიროა განახლება, ხოლო ჩიხებში დამონტაჟება.
საბჭოს წევრები, დარბაზების თავმჯდომარეების მიერ წარმოდგენილი პრობლემების შეჯამების შედეგად, შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა გაიმართება ბათუმის მერიიის ინფრასტრუქტურისა და ბათუმის წყალის სამსახურებთან. რადგან პრობლემების ინდივიდუალურად განხილვა პრობლემის აღმოფხვრაზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად უფრო ეფექტიანი იქნება.