6 თებერვალს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
საბჭოს წევრებმა, 2019 წელს საბჭოს მუშაობის გეგმებსა და ადგილობირვ ხელისუფლებასა და მოქალაქეთა შორი კომუნიკაციის გაუმჯობესების გზებზე იმსჯელეს.
ასევე, განხილულ იქნა მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ფასდება. საბჭოს წევრების განცხადებით, თვითმმართველობის ეფექტიანი მუშაობის მთავარი წინაპირობა მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებაა, ამიტომ, კიდევ ერთხელ უნდა მოეწყოს საჯარო განხილვა ბათუმის პროტში დაგეგმილ ქიმიური ნივთიერებების ტერმინალის მშენებლობაზე.
შეგახსენებთ, ბათუმის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ყოველ თვეში ხვდება და საქმიანობის გამჭვირვალობის მიზნით, სხდომებზე დასწრება ყველა მოქალაქეს შეუძლია.