შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საზოგადოებრივი დარბაზების მუშაობის გრაფიკი და შეთანხმდნენ, დარბაზის შეხვედრები, თვეში ერთხელ ჩატარების ნაცვლად კვარტალში ერთხელ ჩატარდეს. ხოლო საბჭოს შეხვედრის ინტერვალი უცვლელი დარჩა. საზოგადოებრივი დარბაზების თავმჯდომარეებიდან დაისვა არაერთი საკითხი, რომელთა უმრავლესობა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებას ეხებოდა