3 ივლისს, ბათუმის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
საბჭოს წევრებმა 2019 - 2022 წლების მერიის პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს, ასევე იმსჯელეს საბჭოს საქმიანობის შესახებ. გამომდიანრე იქიდან, რომ მესამე სექტორის წარმომადგენელმა საბჭო დატოვა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი მერის მრჩეველთა საბჭოს წევრად იქნა არჩეული, დღის წესრიგში დადგა ახალი წარმომადგენლის არჩევა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბჭო რიგგარეშე სხდომას გამართავს, სადაც მესამე სექტორისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აირჩევს.